ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა SEREC-ის ნინოწმინდის ფილიალის კოორდინირებით მოქმედ საინიციატივო ახალგაზრდულ ჯგუფს, გაწეული სამუშაოსთვის. ნინოწმინდის რეკონსტრუქციის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეიმუშავეს და მუნიციპალიტეტის მერიას განსახილველად წარუდგინეს ქალაქთან მდებარე „მრგვალი ტბის“ ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასასვენებელ ზონად გადაქცევის ხედვა. საინიციატივო ჯგუფის წევრები, სისტემატიურად იკრიბებოდნენ SEREC-ის ნინოწმინდის ოფისში, ცენტრის კოორდინატორთან და კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავეს „მრგვალი ტბის“ განვითარების კონცეფცია, რომელიც ამჟამად, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში განხილვის სტადიაზეა.
რეკომენდირებული
გამოცხადდა სტაჟირება აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში აზერბაიჯანულ და...
ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია...
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia) USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში...