5-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, SEREC-ის გარდაბნის ოფისში პროექტის ადგილობრივ კონსულტანტთა შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების – ნაზარლოს, ქესალოსა და ვახტანგისის მაცხოვრებლებთან. ოფისის იურისტთა და კონსულტანტთა მიერ, საქართველოს მოქალაქის სტატუსთან, ასევე ქონების რეგისტრაციასთან, ჯანმრთელობასთან, სამედიცინო სერვისებთან და ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და მიმართვებზე გაიცა რეკომენდაციები. ამასთანავე, იურისტმა მიმართვის ავტორებს გაუწია შესაბამისი იურიდიული მომსახურეობა. შედეგად, მოქალაქეობის აღდგენა, კანონით გათვაისწინებულ ვადაში დასრულდა დადებითად, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და სამუშაოები, მოქალაქეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
რეკომენდირებული
ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს...
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისათვის,...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა მადლობის სიგელი გადასცა SEREC-ის ნინოწმინდის ფილიალის კოორდინირებით...