8 ნოემბერს, მრავალეროვანი საქართველოს ორგანიზებით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი სერეკის ნინოწმინდის ფილიალს ეწვია. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სტუმარს მასპინძლობა სერეკის ნინოწმინდის კოორდინატორმა ა.ზალალიანმა გაუწია. გარდა პროექტ სერეკისსა, მარკ კლეიტონი მუნიციპალიტეტში და ზოგადად რეგიონში განათლების, ჯანდაცვისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული გამოწვევებითა და არსებული მდგომარეობით დაინტერესდა, ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფო დაინტერესებულია საქართველოს გაძლიერებითა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით, ასევე გამოთქვა სურვილი და მზაობა მსგავსი შეხვედრების სამომავლოდ დაგეგმვისა და ორგანიზებისა. ელჩის სტუმრობა რეგიონულმა მედიამ, ტვ ფარვანამ და რადიო ნორ-მა გააშუქეს.
რეკომენდირებული
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე...
კონკურსში აპლიკაციების წარდგენა შეუძლია არანაკლებ ორი კურსდამთავრებულისგან შემდგარ გუნდს....
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს...