გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიცაა ხელშეწყობა პროფესიული განათლების, სატრენინგო ინსტიტუციების და სხვა მოკლევადიანი ტრენინგების მმართველი ორგანიზაციებისა, რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის სფეროში და მათი თემატური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება.

აღნიშნულის მისაღწევად  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) მოწოდებულია:

  • გააძლიეროს პარტნიორობა საჯარო და კერძო ინსტიტუტებს შორის პროფესიული განათლების მიწოდების სფეროში
  • ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას
  • გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი პროფესიული განათლების მიწოდების პროცესში
  • გააფართოოს პროფესიული განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობები საპროექტო განაცხადების მომზადებისა და შემუშავების პროცესში.

საგრანტო განაცხადები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ზემოთ აღწერილ სტრატეგიულ მიმართულებებთან და უნდა უზრუნველყოფდეს ქვემოთ მოყვანილი შედეგებიდან ერთ-ერთი მიღწევას, რომელიც სასურველია განხორციელდეს სოფლის მეურნეობის სექტორში:

  • მართვის სისტემის ეფექტურობის (მათ შორის ხარისხის მართვის სისტემის), ასევე ოპერაციული და ადმინისტრაციული რესურსების გაუჯობესება
  • პედაგოგთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება
  • პროფესიული განათლების წახალისება და პოპულარიზაცია
  • შრომის ბაზართან, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ინსტიტუციებს შორის, თანამშრომლობის წახალისების მეშვეობით მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბება
  • სწავლების ხარისხის, ისევე როგორც სწავლების შედეგების შეფასების სისტემის ამაღლება და განვითარება
  • სტუდენტების მომსახურების დონის განვითარება
  • დისტანციური სწავლების კომპონენტის განვითარება
  • სწავლების პროცესში, ქალებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა
  • სოფლის მეურნეობის სფეროში, გრძელვადიანი განათლების  მიღების შესაძლებლობების გაძლიერება
  • მაღალი ხარისხისა და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების ხელშესაწყობად, სამეწარმეო და ინოვაციური სქემების ამოქმედება
  • პროფესიული განათლების ინსტიტუციების გაძლიერება და მათ მიერ შემოთავაზებული პროგრამების თავსდებადობა ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გამოყოფილია მცირე გრანტები 20 000-დან 70 000 ლარამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების მიმწოდებელი ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარების ხელშესაწყობად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული განათლებისა და ტრენინგების მიმწოდებელ ინსტიტუციებს, მათ შორის მოკლევადიანი ტრენინგების მომწყობ ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის გამოცდილება.

საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 სექტემბერი.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=81506

ან მიმართოთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.

ახალქალაქი:  ჩარენცის ქ. #18/1

ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა                                                                                                                      

მარნეული:      გამსახურდიას ქ. #4                                                                                                                                                

გარდაბანი:      ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი

რეკომენდირებული

საგრანტო კონკურსი სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად

ცხადდება საგრანტო კონკურსი სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების...

სრულად წაკითხვა

საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ ტასოსთან ერთად, იწყებს მიზანმიმართულ ქმედებას საქართველოში მყოფი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელთაც თავიანთი ქვეყნებიდან მოუწიათ თავის დაღწევა ომის, ავტორიტარული რეჟიმისა თუ სასიცოცხლო საფრთხის არსებობის გამო. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ფონდი “Equality Fund”. პროგრამისთემატურიმიმართულებებიშეიძლებამოიცავდეს: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები; საცხოვრებელთან დაკავშირებული გამოწვევები; ლტოლვილებისთვის დალხენის პრაქტიკების შეთავაზება; მათი დასაქმების, განათლებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა (სკოლა, ბაღი, პროფესიული განათლება, სასწავლო კურსები);...

სრულად წაკითხვა